მითია, რომ საქართველო NATO-ში ვერ გაწევრიანდება - ბრიტანეთის საელჩო

19.01.22 18:29
მითია, რომ საქართველო NATO-ში ვერ გაწევრიანდება - ბრიტანეთის საელჩო

მითებს, ტყუილს და დეზინფორმაციას ვუპირისპირებთ სიმართლეს - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს "ფეისბუქპოსტშია" საუბარი. 

მითია, რომ საქართველო NATO-ში ვერ გაწევრიანდება - წერია ინფორმაციაში. 

2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ალიანსის წევრი ყველა ქვეყანა შეთანხმდა, რომ საქართველო გახდებოდა NATO-ს წევრი. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს ამ შეთანხმებას. NATO-ში გაწევრიანება აპლიკანტი ქვეყნისა და NATO-ს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია.

რუსეთს არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს სუვერენული სახელმწიფოს ალიანსში გაწევრიანებას ან შეაჩეროს ეს პროცესი" - წერს საელჩო.