ბაიდენმა მწვანე შუქი აუნთო ვლადიმერ პუტინს უკრაინის დასაპყრობად - ტომ ტილისი
ჯო ბაიდენმა "მცირე შეჭრის" ხსენებით რუსეთს უკრაიანის დასაპყრობად მწვანე შუქი აუნთო - ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა, ტომ ტილისმა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა "მცირე შეჭრის" ხსენებით მწვანე შუქი აუნთო ვლადიმერ პუტინს უკრაინის დასაპყრობად. აგრესიასთან შერიგება ყოველთვის განწირულია", - დაწერა ტომ ტილისმა.
ბაიდენის განცხადება უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლთვისაც შოკისმომგვვრელი აღმოჩნდა.
"კიევი გაოგნებულია", - თქვა უკრაინის წარმომადგენელმა.
ბაიდენის ვარაუდით, პუტინი უკრაინაში შეიჭრება.
არ ვარ დარწმუნებული, რომ მან იცის რასაც აკეთებს. მე ვვარაუდობ, რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრება - მან რამე უნდა მოიმოქმედოს... "მცირე შეჭრა" ერთია, თუმცა თუ ისინი გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება", - განაცხადა ბაიდენმა.