ცნობს თუ არა დაზარალებულად პროკურატურა სააკაშვილს? - შოთაძის უწყებას ვადა ეწურება

20.01.22 11:27
ცნობს თუ არა დაზარალებულად პროკურატურა სააკაშვილს? - შოთაძის უწყებას ვადა ეწურება

ცნობს თუ არა გენერალური პროკურატურა მიხეილ საკააშვილს დაზარალებულად? 48 საათიანი ვადა იწურება. 15:00 საათზე უნდა გაირკვეს, და მიანიჭებს თუ არა შოთაძის უწყება საქართველოს მესამე პრეზიდენტს დაზარალებულის სტატუსს.

სწორედ ამ სტატუსზეა დამოკიდებული ექნებათ თუ არა ადვოკატებს საქმის მასალებზე წვდომა. 

საკითხი ძალიან მარტივად დგას - შოთაძის უწყება შეასრულებს თუ არა იმ ვალდებულებას, რაც მას კანონით აკისრია. სისხლის სამართლის კოდექსი ამბობს, რომ დაზარალებული არის პირი, რომელსაც დანაშაულის სდეგად მორალური ან ფიზიკური ზიანი მიადგა და ამ ფმიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ეს ზიანი არსებობს, დადასტურებულია არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებით. ეს საზოგადოებას საკუთარი თვალით აქვს ნანახი, მათ შორის გავრცელებული ჩანაწერებით. ამიტომ, ცხადია, მას სამართლებრივად სხვა გზა არ გააჩნია, თუ არა ის რომ მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს"- განაცხადა "პირველებთან" გიორგი მშვენიერაძემ. 

15:00 საათამდე,  ზუსტად 12:00 საათზე პატიმრობაში მყოფ სააკაშვილს რუსთავის ციხეში მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი მოინახულებს და სავარაუდოდ, მესამე პრეზიდენტის გზავნილებსაც გააჟღერებს.  

მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით, 18 იანვარს მიმართეს.