გამოუშვებენ თუ არა ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალქეებს?- ერგნეთში შეხვედრა მიმდინარეობს

20.01.22 11:30
გამოუშვებენ თუ არა ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალქეებს?-  ერგნეთში შეხვედრა მიმდინარეობს

გამოუშვებენ თუ არა ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალქეებს? - ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის  მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, ქართული მხარე დღევანდელ შეხვედრაზე მცოცავი ოკუპაციის დასრულებისა და უკანონო ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხს დააყენებს.

დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებზე. მთავარი აქცენტი ასევე გაკეთდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, რომელიც სამწუხაროდ აქტიურ ფაზაშია შესული. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხება კირბალში მიმდინარე დესტრუქციულ და ნეგატიურ პროცესებს.  ყოველივე ეს არის ოკუპაციის ნეგატიური შედეგი, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.