დღეს რუსეთის მუქარა უკრაინისკენაა მიმართული, მიზანი საქართველოსაც მოიცავს - ლანდსბერგისი

20.01.22 12:30
დღეს რუსეთის მუქარა უკრაინისკენაა მიმართული, მიზანი საქართველოსაც მოიცავს - ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მუქარა ამ დროისთვის მხოლოდ უკრაინისკენ არის მიმართული, საქართველოსაც მოიცავს. ლანდსებრგისის თქმით, დაუშვებელია რუსეთს მიეცეს საშუალება შეცვალოს ქვეყნების ევროპული არჩევანი. ამის შესახებ  ევროპელმა დიპლომატმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

რუსეთის მიზანი  რეგიონში სტრატეგიული ცვლილებაა და წარმოდგენილი მოთხოვნები ეხება როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის და მოლდოვის მიერ გაკეთებულ არჩევანს, რომელიც არის ტრანსატლანტიკური, რომელიც არის ევროპული და ზუსტად ამის შეცვლას ცდილობს რუსეთი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მუქარა კონკრეტულად უკრაინისკენ არის მიმართული, ცხადია, რომ რუსეთის მიზანი მოიცავს საქართველოსაც და მათ სურთ რომ სწორედ ამ სახელმწიფოების ხალხების მიერ მანამდე გაკეთებულმა არჩევანმა დაკარგოს ვალიდურობა. ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება, არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ასე მოხდეს",- თქვა გაბრიელიუს ლადსბერგისმა.