მიხეილ სააკაშვილს ციხიდან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის ციხიდან სამოქალაქო საავადმყოფოში გამოკვლევაზე უნდა გადაიყვანონ.
"პირველების" ინფორმაციით, სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმმა მიიღო გარანტიები, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა დღეს, ან ხვალ მოხდება.
მესამე პრეზიდენტს სამთვიანი მოთხოვნის შემდეგ, მაგნიტო-რეზონანსულ კვლევას ჩაუტარებენ. MRT-ს აპარატი მუშა მდგომარეობაში, მხოლოდ სამოქალაქო კლინიკაში აქვთ, ამიტომ სავარაუდოდ, პრეზიდენტის გადაყვანა, "ვივა მედში" მოხდება, რომელიც პენიტენციური სამსახურის ოფიციალური კონტრაქტორი კლინიკაა.
MRT-ს კვლევა ჩვენს კლინიკაში ნამდვილად ტარდება, თუმცა კონკრეტული პატიმრის გადმოყვანასთან დაკავშირებით, მე არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია.
ხელშეკრულების შესაბამისად, ჩვენ გადმოგვეცემა ამბულატორიული პაციენტებისა და სტაციონარში მოსათავსებელ პაციენტთა სია. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს"- განაცხადა "პირველებთან" კლინიკის დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.