სოციალური აფეთქება ქვეყანაში - სოციალურ აგენტები ბათუმშიც გაიფიცნენ
სოციალური აგენტების მასობრივ გაფიცვაც აჭარის რეგიონიც უერთდება. ბათუმში გაფიცული სოციალური აგენტები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. ისინი ხელფასების მომატებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ. გაფიცულებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა სურდათ, თუმცა მათთან არავინ გამოჩენილა.
ვითხოვთ ხელფასბეის მატებას, დეკრეტულ ანაზღაურებას, დაზღვევას და ასევე ვითხოვთ უვადო ხელშეკრულებებს", - ამბობს გაფიცული სოციალური აგენტი.
სააგენტოს თანამშრომლების თქმით, ბათუმში გაფიცულებს სამეგრელოდანაც უნდა შეერთდებოდნენ, თუმცა თოვლისგან გაუწმენდავი გზების გამო ისინი ავარიაში მოყვნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი არ დაშავებულან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.