დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია ერთმანეთთან კოალიციაში არიან - კობახიძე

20.01.22 14:08
დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია ერთმანეთთან კოალიციაში  არიან - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, მტკიცებით, გიორგი გახარიას პარტია "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსშია. კობახიძის თქმით, ამის დასტურია დღეს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრის არჩევა. 

მათ დადანაშაულება აღარ სჭირდება, პირდაპირ კოალიცია გაფორმდა უკვე მეორე მუნიციპალიტეტში. პირველი იყო ჩხოროწყუ, მეორე არის წალენჯიხა. ამით იშიფრება ის, რასაც ვამბობდით ჩვენ  ჯერ კიდევ მუნიციპალურ არჩევნებამდე. მათ შორის, არის რეალური ალიანსი ჩამოყალიბებული და ეს ფორმდება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში კოალიციის სახით. ის, რომ „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია არიან ერთმანეთთან კოალიციაში, უკვე არავისთვის არის დასამალი და ისინი უკვე ღიად საუბრობენ და არა მარტო საუბრობენ, იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის" წევრი, კორნელი სალია, აირჩიეს. გახარიას გუნდის წევრს მხარი ოპოზიციამ დაუჭირა.