ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა - "პირველების" ინფორმაციით, თემა სამთავრობო ცვლილებებია

09.02.22 12:43
ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა - "პირველების" ინფორმაციით, თემა სამთავრობო ცვლილებებია

საქართველოს პრემიერ-მინისტი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 14:00 საათზე ბრიფინგს გამართავს - "პირველების" ინფორმაციით, საქართველოს პრემიერი სამთავრობო ცვლილებებზე ისაუბრებს. 

 "პირველების" ინფორმაციით, იცვლება ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავას ამ პოსტზე, სავარაუდოდ,  სოფლის მეურნეობის მინისტრი,  ლევან დავითაშვილი შეცვლის. თურნავასთვის ადგილს კი ეროვნულ ბანკში ამზადებენ.

"ტვ პირველის" წყაროს ცნობით, დავითაშვილის ადგილზე კი მისი მოადგილე ინიშნება.