სირცხვილია, რომ კორუფციონერ პროკურორებს ასამართლებინებენ მესამე პრეზიდენტს - თაკო ჩარკვიანი

09.02.22 13:15
სირცხვილია, რომ კორუფციონერ პროკურორებს ასამართლებინებენ  მესამე პრეზიდენტს - თაკო ჩარკვიანი

სირცხვილია, რომ კორუფციონერ პროკურორებს ასამართლებინებენ  მესამე პრეზიდენტს - ამის შესახებ "კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესიდან გაძევების შემდეგ განაცხადა.

კორუფციონერ პროკურორებს ასამართლებინებენ  მესამე პრეზიდენტს. იმ პროკურორს, რომლის სასახლეებს ვხედავთ. სირცხვილია, ისტორიული სასამართლოა და მოსამართლეს მივმართე, რომ აი, ამ, სიბინძურეზე ხელი არ მოაწეროს. სირცხვილია! კორეუფციონელებს, სამშბლოს გადამბარებლებს, სახელმწიფო ინსტიტუციების აღმშენებელი ააშენებინო და ამხელა მოპარული სასხლებიით ორი გაყვინიზირებული პროკურორი იჯდეს და მე ვუყურებდე აქ და მესამე პრეზიდენტს ასამართლებენ, - თქვა ჩარკვიანმა. 

საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშილის მორიგი პროცესი გაიმართა. სხდომას ტავად ბრალდებული პრეზიდენტიც ესწრებოდა. ადგილზე პროტესტის გამოხატვის გამო, მოსამართლემ დეპუტატი  თაკო ჩარკვიანი სხდომათა დარბაზიდან გააძევა.