უარი ჩვენების მიცემაზე - ანზორ ჩუბინიძემ სასამართლო დატოვა

09.02.22 13:17
უარი ჩვენების მიცემაზე - ანზორ ჩუბინიძემ სასამართლო დატოვა

ანზორ ჩუბინიძემ ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომა დატოვა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს,  კომენტარი არც მედიასთან გაუკეთებია და შენობა უკანა გასასვლელით დატოვა. 

მანამდე სდსს-ს უფროსმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.

საბოლოოდ, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა თქვა, რომ მოწმეს ჩვენების მიცემას ვერ აიძულებდა.