რჩება კითხვები შეუსრულებელ რეფორმებთან დაკავშირებით - კარლ ჰარცელი შარლ მიშელის დოკუმენტზე

09.02.22 13:39
რჩება კითხვები შეუსრულებელ რეფორმებთან დაკავშირებით - კარლ ჰარცელი შარლ მიშელის დოკუმენტზე

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს კითხვები აქვს. ამის შესახებ მან არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრამდე განაცხადა.  

დიპლომატის თქმით, კითხვები შეუსრულებელ რეფორმებთან და განსაკუთრებით მართლმსაჯულების რეფორმის ვალდებულებასთან დაკავშირებით ჩნდება. 

ერთი მხრივ, მოხარული ვარ იმ პროგრესის ხილვით, რისი მიღწევაც მოხდა, განსაკუთრებით გასულ ზაფხულში, შეთანხმებაში შემავალი პრინციპებისა და ვალდებულებების ნაწილთან დაკავშირებული წინსვლის კუთხით. ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის სასარგებლო იყო. რაც შეეხება შეუსრულებელ საკითხებს, რჩება კითხვები მათთან დაკავშირებით, განსაკუთრებით რჩება კითხვები , მათ შორის, მართლმსაჯულების რეფორმის ვალდებულებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს საკითხები მნიშვნელოვან საკითხებად რჩება, რადგან ეს არის გზა, რომელიც საქართველომ უნდა შეინარჩუნოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ძლიერი დემოკრატიული ქვეყნის შენება გააგრძელოს, - აღნიშნა ელჩმა.