ქუთაისში დაკავებულ მარტოხელა დედას გირაო შეუფარდეს - ქალი უსახსრობის გამო ციხეს ვერ ტოვებს
ქუთაისში პოლიციის მიერ დაკავებულ სოციალურად დაუცველ ქალს სასმართლომ 1000 ლარიანი გირაო შეუფარდაა, თუმცა ორი შვილის მარტოხელა დედა ციხეს უსახსრობის გამო ვერ ტოვებს. თამთა დოლაბერიძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა - ქალი ქამდენიმე დღეა შიმშილობს.
მისი არასრუწლოვანი შვილი დახმარებას ითხოვს და ამბობს, რომ ამ თანხას ოჯახი ვერ გადაიხდის.
წყალსაც არ სვამს. 1000 ლარიან გირაოს, რომელიც მოსამართლემ შეუფარდა, მე ფიზიკურად ვერ დავფარავ. სხვა ნათესავები არ გვყავს. დედა გადაიხდის რომ გამოვა, ციხიდან როგორ გადაიხადოს?"- განუცხადა "ტვ პირველს" 15 წლის მოზარდმა.
38 წლის თამთა დოლობერიძე პოლიციელებმა არასრულწლოვანი შვილების თვალწინ რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
პოლიცია მის საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლ იარაღას ეძებდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. საბოლოოდ, სამართლამცველებმა მარტოხელა დედა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა.
ქალი ამტკიცებს, რომ მის სახლში პოლიცია უკანონოდ, მეზობლის ცრუ ჩვენების საფუძველზე შეიჭრა.