ჩუბინიძე დაიბარეს პროკურატურაში და უთხრეს, "ჭკუაზე მოდი, თუ ამ ჩვენებას მისცემ, საქმე ჩამოგვეშლება" - ბექა ბასილაია
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია ფიქრობს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ჩვენების მიცემა პროკურატურამ აუკრძალა. მისი თქმით, ე.წ. პიჯაკებისსაქმეზე ანზორ ჩუბინიძის ჩვენება კიდევ ერთხელ ცახდყოფდა, რომ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია, რაც შოთაძის უწყებას, ბუნებრივია, არ აწყობდა.
ანზორ ჩუბინიძის ჩვენებით ცალსახად დასტურდებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას დანაშაული არ ჩაუდენიათ. და რა მოხდა დღეს? ანზორ ჩუბინიძე დაიბარეს პროკურატურაში და უთხრეს, "შენ ჭკუაზე მოდი, შენ თუ ამ ჩვენებას მისცემ, ეს საქმე ჩამოგვეშლება და მოვიფიქროთ თითიდან გამოწოვილი მიზეზი, რომ თითქოს და შენი ქმედებები არის დანაშაული და ამიტომ არ მისცე ჩვენება. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მხდარი უფროსი ამბბს, რომ სიმართლის ლაპარაკის გამო შეიძლება ბრალი წამიყენენო, - თქვა ბასილაიამ.
ირკვევა, რომ შოთაძის უწყებამ ანზორ ჩუბინიძე სექტემბერში დაკითხვაზე იმ ხარჯებთან დაკავშირებით დაიბარა, რომელსაც მისი სამსახური გასწევს. როგორც ჩანს, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, რომ ე.წ. პიჯაკებს საქმეზე ჩვენება არ მიეცა.