ოთარ დანელია ბიზნესომბუდსმენად დაინიშნა
ოთარ დანელია ბიზნესომბუდსმენად დანიშნა. მთავრობის ადმინიტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენს კონკრეტული დავალებები მისცა და აღნიშნა, რომ "მნიშვნელოვანია ბიზნესთან ღიად თანამშრომლობა, ნაკლები ბარიერები და რაც შეიძლება მინიმალური ბიუროკრატია. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გაუმარტივდეს ბიზნესს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა".
ოთარ დანელია დღემდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას ბიზნესომბუდსმენის მოადგილე, ნინო კვეტენაძე ასრულებდა.