შეხვედრები ბრიუსელში - "ლელოს" ლიდერები ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტს შეხვდნენ

09.02.22 15:21
შეხვედრები ბრიუსელში - "ლელოს" ლიდერები ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტს შეხვდნენ

პარტია "ლელოს ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება. ოპოზიციის წევრები ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტს შეხვდნენ. ბრიუსელში ორდღიანი შეხვედრების შემდეგ ხელისუფლების ოპონენტებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ საქართველოში არსებული გამოწვევების შესახებ დასავლეთი სრულად ინფორმირებულია. მათი თქმით, დასავლეთს ასევე, კარგად აქვთ გააზრებული, რომ ფუნდამენტური რეფორმების ჩასატრებლად, რომელიც საქართველოს ევროპასთან დააახლოებს, "ქართული ოცნების" იძულებაა საჭირო. 

მიშელის შეთანხმებიდან გასვლა და შემდეგ გასულ თვეებში განვითარებული მოვლენები, ის გამოწვევები, რაც ქვეყნის წინაშე დგას, იწვევს ძალიან დიდ გულაცრუებას. ყველა ის შეხვედრა, რაც იმართება იმ ინსტიტუტებში, სადაც იღებენ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე, პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებენ ქვეყანაში შექმნილ ვიტარებასთან დაკავშრებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ პოლიტიკის შესაქმნელად, რომელიც განსაზღრავს მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ურთერთობებს ევროკავშირთან, - ამბობს  სალომე სამადაშვილი. 

დღის მეორე ნახევრაში პარტიის ლიდერები პარტნიორებთან ერთად ევროპარლამენტის ეზოში შეკრიბებიან და უკრაინას მხარს ერთობლივად დაუჭერენ.

ევროპის პოლიტიკურ დედაქლაქში ოპოზიციური პარტიის ლიდერები მეორე დღეა ოფციალურ შეხვედრებს  მართავენ.