სამთავრობო ცვლილებები აპოკალიფსი არ არის - "ოცნება" პრემიერის გადაწყეტილებაზე
სამთავრობო ცვლილებებს მმართველ გუნდში ბუნებრივ პროცესად მიიჩნევენ. "ქართული ოცნების" წევრის, რატი იონათამიშვილის თქმით, ოპონენტების მხრიდან აპოკალიპტური სურათის შექმნა, უსაფუძვლოა.
ცვლილებები, ცხადია, ეს არის ბუნებრივი პროცესი და ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი და როგორც არ უნდა ეცადნონ ჩვენი ოპონენტები, აპოკალიპტური სურათი წარმოგვიჩინონ, როდესაც მსგავსი საკითხები წყდება, საბოლოო ჯამში, აპოკალიფსი მათთვის ყოველ არჩევნებზე დგება ხოლმე, - თქვა იონათამიშვილმა.
პრემიერის გადაწყვეტილებით, ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრი აღარ არის. მას სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი შეცვლის. ცვლილებები შეეხო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც. უწყებაში მინისტრის პოსტს ოთარ შამუგია ჩაიბარებს. შამუგია ამ დრომდე ლევან დავითაშვილის მოადგილე იყო.