პოლიციელები და სათვალთვალო კამერები გელათის მონასტერში - განჯის კარს სამართალდამცველები დაიცავენ
პოლიციელები და სათვალთვალო კამერები გელათის მონასტერში - განჯის კარს სამართალდამცველები დაიცავენ. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაცვის პოლიციის ინსპექტორებთან ხელშეკრულება გააფორმა. კარიბჭესთან დააყენეს სიგნალიზაციაც და ოთხი სათვალთვალო კამერაც.
პოლიციელები ამბობენ, რომ ზუსტად არ იციან რას აკეთებენ ადგილზე. სასულიერო პირის თქმით კი, ის პრობლემას ვერ ხედავს, რომ კარიბჭე აზერბაიჯანს გადაეცეს.
მაგ კარებზე მეტი გვაქვს დაკარგული უკვე. მთელი ტერიტორიები, აფხაზეთი გვაქვს დაკარგული და ეს კარები რა არის, რომ წაიღონ?! წაიღონ მერე რა... ყველაფერი მოსალოდნელია, ვის ეგონა, რომ ჩვენ აფხაზეთს დავკარგავდით?! ეგონა ვინმეს, თუმცა დავკარგეთ. აგერ, თბილისთან ახლოს, მოსულები არიან (ოკუპანტები), ამასაც ვიფიქრებდით? ქართველი ერი თუ ამ დღეში ჩავარდებოდით გვეგონა?!"- განაცხადა სასულიერო პირმა.
საგანგებო ზომები გელათის მონასტერში სავარაუდოდ, აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის განცხადებას მოყვა.
4 თებერვალს ანარ კარიმოვმა თქვა, რომ აზერბაიჯანს სურს, მოლაპარაკებების გზით დაიბრუნოს ისტორიული არტეფაქტი - განჯის კარი.