არაფერს სასიკეთოს არ უნდა ველოდოთ - გიგა ბოკერია სამთავრობო ცვლილებებზე

09.02.22 17:17
არაფერს სასიკეთოს არ უნდა ველოდოთ - გიგა ბოკერია სამთავრობო ცვლილებებზე

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის  გიგა ბოკერია მიჩნევს, რომ სამთავრობო ცვლილებები, რომელიც პრემიერ მნისტრის გადაწყვეტილებით დრეს განხორციელდა, ისევე, როგორც წინა სემტხვევები, ქვეყნისთვის სასიკეთო ვერ იქნება. 

ივანიშვილის რეჟიმი, მისი გარემოცვა იმ ტიპის ხელისუფლებაა, სადაც ასეთ ცვლილებებს კი არა, ლამის პრემიერ-მინისტრი ვის ერქმევა, არ აქვს მნიშვნელობა,  ამიტომ, მინიმუმ არაფერს სასიკეთოს არ უნდა ველოდოთ.  ეს მთავრობები და მინისტრები, რომელიც მან იცვალა სხვადასხვა დროს, ერთნაირად არიან პასუხისმგებლები საკუთარ უპასუხისმგებლობაზე, იმაზე, რაც საქართველოს ეკონომიკას და მთლიანად ქვეყანას მოუვიდა, - თქვა ბოკერიამ. 

პრემიერის გადაწყვეტილებით, ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრი აღარ არის. მას სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი შეცვლის. ცვლილებები შეეხო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც. უწყებაში მინისტრის პოსტს ოთარ შამუგია ჩაიბარებს. შამუგია ამ დრომდე ლევან დავითაშვილის მოადგილე იყო.