"მაფია ფარავს დანაშაულის კვალს"- მიხეილ სააკაშვილი ანზორ ჩუბინიძეზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანზორ ჩუბინიძის მიერ, ჩვენების მიცემაზე უარის თქმას ეხმაურება:
დღეს, მაფიის ბოსის პირადი დაცვის წევრმა სასამართლოში ჩვენებაზე უარი თქვა. თუმცა, პროკურატურაში მიცემული აქვს საჩვენო ჩვენება. ეს იმავე სერიიდანაა, გორის ჩანაწერები რომ წაშალეს და სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის უცნობი მიზეზით, ლონდა თოლორაია ჩანაწერებს არ აქვეყნებს. მაფია ფარავს დანაშაულის კვალს. არაფერიც არ გამოუვათ, საქართველოშიც და უცხოეთშიც ყველამ ყველაფერი იცის, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ე.წ. პიჯაკების სამეზე ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ მან მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ირწმუნება, რომ საქმის შესახებ არაფერი იცის, რადგან ბრალდება 2009-13 წლამდე პერიოდს ეხება, ის კი სდსს-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2013 წლის თებერვლიდან მუშაობს.
ანზორ ჩუბინიძემ თქვა, რომ ის საპროცესოს კოდექსის მე-15 მუხლით სარგებლობს, რადგან მისი თქმით, ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც სასამართლოზე იტყვის, დაცვის მხარემ შესაძლოა ისევ მის წინააღმდეგ გამოიყენოს.