გორში სოციალურად დაუცველების პროტესტმა იფეთქა

10.02.22 12:29
გორში სოციალურად დაუცველების პროტესტმა იფეთქა

გორში სოციალურად დაუცველი ოჯახები აქციას მართავენ და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. ყოფილი ნარკოლოგიურის შენობაში მცხოვრები ოჯახები საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ისინი იმ მძიმე რეალობაზე საუბრობენ, რომელიც შენობაში არსებობს

ათობით ოჯახმა გორის მერიასაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.