არაფორმალური შეხვედრები - გახარია სამეგრელოში ჩავიდა
გიორგი გახარია სამეგრელოში კულუარულ შხვედრებს მართავს.ცოტა ხნის წინ "პირველებმა" გადაიღო კადრები, სადაც ჩანს რომ ჩხოროწყუში, ექს პრემიერის სახლში, დიდი შეკრებაა."პირველების" ინფორმაციით, გახარია თანაგუნდელებთან ერთად ზუგდიდის და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატებს ხვდება. შეხვედრის მთავარი თემა ზუგდიდის და სენაკის ვერარჩეული საკრებულოს თავმჯდომარეებია. სწორედ გახარიას გუნდმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ გახდება საკრებულოს თავმჯდომარე ზუგდიდისა და სენაკის საკრებულეობში.
"ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიას "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირში ადანაშაულებს. მდინარაძის თქმით, გუშინ სენაკში ჩატარებული საკრებულოს სხდომა ქვორუმის გარეშე იყო და გადაწყვეტილებები არალეგიტიმურია. გახარია
კვორუმის გარეშე დაიწყეს რაღაც არარსებული სხდომა და მიიღეს ე.წ. გადაწყვეტილებები. მაგალითად, გადააყენეს სამანდატო კომისიის თავმჯდომარე და მის ნაცვლად აირჩიეს :ნაც მოძრაობის" წევრი. ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა, რომელცი იტყოდა, რომ წარმოუდგენელი სიგიჟეა 33 დეპუტატიან საკრებულოში სხდომის გახსნა და ჩატარება მოინდომო 16 დეპუტატით და წახვიდე არამხოლოდ არითმეტიკის, კანონის წინააღმდეგ", - თქვა მდინარაძემ.