არასათანადო სამედიცინო დახმარება ციხეში - სააკაშვილთან ექიმებს ისევ არ უშვებენ

10.02.22 13:26
არასათანადო სამედიცინო დახმარება ციხეში - სააკაშვილთან ექიმებს ისევ  არ უშვებენ

მიხეილ სააკაშვილი მკურნალობა ამ დრომდე არ მიმდინარეობს და ციხეში ექიმებსაც არ უშვებენ. ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატები  საუბრობენ.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილს სათანადო მკრუნალობა არ უტარდება. სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ შეიცავს სამწუხაროდ მექანიზმებს  და ეს იყო განჩინება განჩინებისთვის როდესაც ჩვენ ვითხოვდით, რომ მკაფიოდ ასახულიყო ის საჭიროებები რაც არის როგორც პირადი ექიმის, ასევე კონსილიუმის წევრების მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულება", - ამბობს ბექა ბასილაია.

  ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი ამბობს, რომ სააკაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ისეთ პრეპარატს ასმევენ, რომელიც  მის კიდევ უფრო დამძიმებას იწვევს. 

პენიტენციური სამსახური უკვე დიდი ხანია იქცევა სრულიად არაადეკვატურად, ჩვენ არ გვსმანია მათგან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ პატიმარი აცხადებს თანხმობას და რომ მის მიმართ არის არასათანადო სამედიცინო მომსახურება. ნევროლოგიურ პრობლემებზე ანტიფსიხოზური პრეპარატის მიცემა თუკი უკიდურესი აუცილებლობა არ არის ამისი, არის დაუშვებელი, ვინაიდან იწვევს კიდევ უფრო დამძიმებას და დათრგუნვას ფსიქიკური ფუნქციების", - ამბობს ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი.

 ექიმების შეფასებით,მკურნალობის კურსის ჩატარება ციხეში შეუძლებელია. ექიმი-რეანიმატოლოგი, გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი მკურნალობის მიზნით, დროებით სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უნდა დისტანცირდეს.

თუ ვლაპარაკობთ ადეკვატურ მკურნალობაზე, უნდა გარემო შეიცვალოს და ამის შემდეგ დაიწყოს ადეკვატური მკურნალობა, იქ სადაც იმყოფება ადეკვატური მკურნალობა ვერ ჩატარდება, თუ ვლაპარაკობთ სრულ რეაბილიტაციაზე რაღაცა პერიოდით უნდა მოშორდეს ამ დაწესებულებას", - ამბობს ექიმი გიორგი გრიგოლია.