პარლამენტში შევდივარ! - შალვა ნათელაშვილი
"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის. შალვა ნათელაშვილის თქმით, პარტიამ გადაწყვეტილება საყოველთაო გამოკითხვის შემდეგ მიიღო.
პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ლეიბორისტული პარტიის პარლამენტში შესვლის თაობაზე. დღეს ეს იყო ერთადერთი სწორი სტრატეგია, რათა ჩვენ დავიწყოთ და გავაგრძელოთ რეჟიმის ჩამოშლა, მათ შორის საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის გაუქმებაზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 7 თებერვალს დაუჭირა მხარი.