"ღრმა პოლიტიკურ კრიზისს წარსულზე საუბარი ვერ გადაჭრის" - რა გზავნილებით მიდის ოპოზიცია პრეზიდენტთან

10.02.22 15:17
"ღრმა პოლიტიკურ კრიზისს წარსულზე საუბარი ვერ გადაჭრის" - რა გზავნილებით მიდის ოპოზიცია პრეზიდენტთან

ეროვნული თანხმობის პროცესი - ორბელიანის სასახლეში ქალი პოლიტიკოსები და მესამე სექტორის წარმომადენლები უკვე იმყოფებიან. ორბელიანის სასახლეში შესულები პირდაპირ ამბობენ, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან უფრო მეტ კონკრეტიკას ელოდებიან, როგორ ხედავს ის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებს. 

პირველ რიგში უფრო მეტ კონკრეტიკას ველოდებით, იმიტომ რომ პირველი-მეორე შეხვედრისას გამოკვეთილი კონტურები არ იყო. ჩვენი მხრიდან აქცენტები მომავალზე გაკეთდდება. წარსულის შეფასება და მსჯელობა კარგია, მაგრამ ქვეყნის წინაშე მდგარი, ამ ღრმა პოლიტიკურ პოლარიზებას წარსულზე საუბარი ვერ გადაჭრის" - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

 პრეზიდენტის გეგმის მოლოდინშია დემოკრატიული საქართველოს ლიდერიც. ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ის შეხვედრაზე წარსულზე სასაუბროდ არ მოსულა. 

წარსული არ არის დღეს ნომერ პირველი პრიორიტეტი. როდესაც ქვეყანაში ძალიან მწვავე პოლიტიკური კრიზისია, მძიმე ეკონომიკური კრიზისი, როცა ქვეყნის საშინაო და საგარეო ვითარება არის ძალიან რთულ ვითარებაში, ამ დროს ჩვენ ამ კრიზისიდან გამოსვლის გზები უნდა ვეძებოთ"- აღნიშნა ბურჯანაძემ.