საუბარი იმაზე, ანტივაქსერია თუ არა პრემიერმინისტრი, არასწორია - ჯანდაცვის მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ირწმუნება, რომ საქართველოს პრემიერი ანტივაქსერი არ არის.
რასაკვირველია, პრემიერმინისტრი ანტივაქსერი არ არის. მას აქვს გაკეთებული ორი ვაქცინაცია, ის პირიქით, ძალიან აქტიურად იყო ჩართული ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში. ასევე იმ სამოტივაციო სისტემაში, რაც 50 წელზე ზევით ჩვენს თანამოქალაქეებზე გავაკეთეთ, 200-ლარიანი დანამატი, ასევე 100-ლარიანი ბუსტერდოზის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, ანტივაქსერია თუ არა პრემიერი, ვფიქრობ, არასწორია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი რარიბაშვილის განცხადებით, „ომიკრონის" დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს".