"მე ვარ ერთი ინსტიტუტის დირექტორი" - გამყრელიძე ღარიბაშვილთან დაპირისპირებას უარყოფს

15.02.22 14:57
"მე ვარ ერთი ინსტიტუტის დირექტორი" - გამყრელიძე ღარიბაშვილთან დაპირისპირებას უარყოფს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე უარყოფს, რომ მას პრემიერ-მინისტრ-ირაკლი ღარიბაშვილთან დაპირისპირება აქვს. გამყრელიძის თქმით, უთანხმოება შეუძლებელია, რადგან ის მხოლოდ ერთი ინსტიტუტის დირექტორია.

მე ვარ ერთი ინსტიტუტის დირექტორი, რანაირად შეიძლება პრემიერსა და ინსტიტუტის დირექტორს შორის იყოს დაპირისპირება, მე ხომ პოლიტიკური ფიგურა არ ვარ, რომ შევიდე დაპირისპირებაში", - ამბობს ამირან გამყრელიძე. 

ამირან გამყრელიძე ასევე ამტკიცებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ანტივაქსერული განცხადება ვაქცინის შესახებ კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და მხოლოდ პირველი ნაწილი გაშუქდა.