საგამოძიებო კომისია პარლამენტში აღარ შეიქმნება - ოპოზიციას ხმები არ ჰყოფნის
პარლამენტში საგამოძიებო კომისიების შექმნას ოპოზიცია ვერ ახერხებს. მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ამ ეტაპზე მხოლოდ 49 მომხრე ჰყავს, რაც საკმარისი არაა. მთავრობის ოპონენტებს საკანონმდებლო ორგანოში ხმების საჭირო რაოდენობა მას შემდეგ აღარ აქვთ, რაც 3 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატი შეუჩერდა.
"ნაციონალური მოძრაობა" დახურული სიების გახსნას მოითხოვს იმისთვის, რომ ოპოზიციას გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობა ჰქონდეს. მეორე გზა კი ენმ-სთვის სხვა კოლეგების დარწმუნებაა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირონ.
ჩვენი მოთხოვნა სწორედ იმა სუკავშირდებოდა, რომ ადგილმონაცვლეებს მივცეთ საშუალება, რომ განახორციელონ ის უფლებამოსილება, რომელიც მიანიჭათ მათ ხალხმა. მათი მიზანია, რომ არ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. აუცილებლად გავაგრძელებთ ამასთან დაკავშირებით მუშაობას, ყველა იმ ოპოზიციურ ძალასთან, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტში", - თქვა გიორგი ბოტკოველმა.
საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს ოპოზიციური პარტიების ნაწილი, პარტია "საქართველოსთვის" და "მოქალაქეები".
ჩვენმა გუნდმა არაერთხელ განვაცხადეთ და პოზიცია არ შეგვიცვლია. არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, რომ ერთი ადამიანის სახელობის კომისია შეიქმნას. საკითხები საგამოძიებო კომისიის, არ აქვს მნიშვნელობა ვის მიერ იქნება დაყენებული, თუკი იქნება სისტემური და ნამდვილად მოემსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ასეთ კომისიებს დავუჭერთ ხმარს", - თქვა ანა ბუჩუკურმა.
რაც შეეხება სხვა საგამოძიებო კომისიების შექმნას, "ლელო" სავარაუდოდ, შეძლებს, რომ შექმნას ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია, რადგან ინიციატივას მხარს გახარიას გუნდიც უჭერს.