კონსულტაციები ოპოზიციაში - ვინ დაუჭერს მხარს ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას

17.02.22 11:21
კონსულტაციები ოპოზიციაში - ვინ დაუჭერს მხარს ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას

"ლელოს" ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კონსულტაციები გრძელდება. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს "დროას" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები შეხვდებიან. განხილვის თემა რუსთავის შუალედური  არჩევნებია. დღეს გახდება ცნობილი ვინ დაუჭერს მხარს შუალედურ არჩენებზე ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას რუსთავში.  პარლამენტიდან გამოძევებული დეპუტატის კანდიდატურას ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა უკვე აქვს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჯაფარიძეს მხარდაჭერა გუშინ გამოუცხადა.  "ტვ პირველის" ინფორმაციით, მხარდამჭერი პარტიების რიცხვს "დროა", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "გირჩი" შეუერთდება. 

დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები "დროასთან", "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებთან, ასევე მექნება კომუნიკაცია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. ეს გაზრდის შანსებს, რომ ჩვენ შევძლოთ ვუპასუხოთ იმდაგვარად "ქართული ოცნების" უმსგავსობას და უკანონობას, რომ რუსთავის და გარდაბნის ოლქში მივიღოთ ის შედეგი, რომელიც ჭირდება ცვლილების დაყწებას", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

ამ ეტაპზე უკვე ცნობილია, რომ ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს პარტია "საქართველოსთვის" და "ევროპული საქართველო".

პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ერთიანი კანდიდატი, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, რა თქმა უნდა წარმატებებს ვუსურვებთ", - ამბობს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ნათია მეზვრიშვილი.

მიმდინარე წლის 2 აპრილს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ. პარლამენტში ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა,  რაც "ქართული ოცნების" წევრმა ნინო ლაცაბიძემ პარლამენტი რუსთავის მერად არჩევის შემდეგ დატოვა.