მილიონ 200 ათასი პროკურატურის რემონტისთვის - ტენდერი უკვე გამოცხადდა
საქართველოს ხელისუფლება პროკურატურის შენობას თავიდან გაარემონტებს. შოთაძის უწყების კომფორტისთვის ფული ბიუჯეტიდან დაიხარჯება. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. დოკუმენტებით დგინდება, რომ მილიონ 200 ათასი მხოლოდ ადმინისტრაციული შენობის ერთი სართულის რემონტისთვის სჭირდებათ.
კორუფციის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ფული ბიუჯეტიდან არამიზნობრივად იხარჯება.
ერთი თვის წინ განაცხადეს, რომ უნდა განახორციელონ შენობების რეალიზაცია ანუ გაყიდონ ეს შენობები და ააშენონ ერთი კარგი შენობა, მაგრამ აღმოჩნდა ტყუილი. ესეთი არათანმიმდევრული ნაბიჯები აქვს პროკურატურას, გვატყუებს პროკურატურა და პლიუს ამას საბიუჯეტო ხარჯები იხარჯება მაშინ როდესაც ქვეყანა დიდი ეკონომიკური კრიზისის წიანშეა", - ამბობს კორუფციის მკვლევარი ბესო დონაძე.