სად ხართ ის ხალხი, ვინც 2008-ში ომის დაწყებას მედავებოდა, ისევ აწვებით პირველ ჩვენებას? - მიხეილ სააკაშვილი

22.02.22 13:03
სად ხართ ის ხალხი, ვინც 2008-ში ომის დაწყებას მედავებოდა, ისევ აწვებით პირველ ჩვენებას?  - მიხეილ სააკაშვილი

ვლადიმერ პუტინის მიერ ლუგანსკის და დონეცკის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმ ხალხს მიმართავს, ვინც მას 2008 წლის ომის დაწყებაში ადანაშაულებდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მაშინ თბილისი რუსებისგან  "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ იხსნა. 

სინამდვილეში, პუტინმა უკან დაიხია და უარი თქვა უკრაინაზე თავდასხმაზე.  დასავლეთის უპრეცედენტო ერთიანობამ და უკრაინელი ხალხის ერთ მუშტად შეკვრამ თავისი სიტყვა თქვა. 
რაც მან ე.წ. აღიარა, იმას ისედაც აკონტროლებდა. ამით მან ოფიციალურად მოკლა მინსკის შეთანხმება და აღიარა ოკუპანტის სტატუსი. 
აბა სად ხართ ის ხალხი, ვინც მე 2008-ში ომის დაწყებას ან პროვოკაციაზე წამოგებას მედავებოდა. ისევ აწვებით პირველ ჩვენებას? ახლა ხომ დაინახეთ უკრაინა? და საქართველოს რაც არ უნდა ექნა, "აღიარება" მაინც მოხდებოდა. ოღონდ საქართველოს, უკრაინისგან განსხვავებით, არ აქვს სტრატეგიული სიღრმე და რუსები თბილისს აიღებდნენ. 
ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი დედაქალაქი და ჩვენი სახელმწიფოებრიობა,
- წერს მიხეილ სააკაშვილი. 

უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში სერგეი კისლიცამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ორი დოკუმენტის მსგავსების ფაქტზე გაამახვილა ყურადღება. რუსეთმა სიტყვასიტყვით გაიმეორა გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ 2008 წელს, გამოსცა მსგავსი დოკუმენტი "LPR"-ზე. ".