საქართველო უნდა შეუერთდეს სანქციებს - ოპოზიცია ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდებს
ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეურთდეს სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნება" ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.
ევროკავშირთან უკვე უნდა ვაწამროებდეთ კონსულტაციებს ვაპირებთ თუ არა, რომ მივუერთდეთ იმ სანქციების პაკეტს, რომელიც ევროკავშირმა შეიმუშავა. ჩვენ როგორც ასოცირების შეთანხმების მქონე ქვეყანას ევროკავშირთან, გვაქვს ამის შესაძლებლობა და ამიტომ ძალიან საინტერესო იქნება რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღევანდელი ხელისუფლება", - ამბობს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი.
სანქციები ძალიან ეფექტური მექანიზმი იმისთვის, რომ პუტინს შეაცვლევინო თავისი აგრესიული პოლიტიკა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოც შეუერთდეს სანქციებს, ჩვენ 2014-შიც უნდა შევერთდებოდით იმიტომ, რომ ის პრობლემები რომელსაც პუტინი ქმნის უკრაინაში არის ძალიან მსგავსი იმისი, რაც მან შექმნა აქ", - ამბობს "დროას" წევრი, დავით სიხარულიძე.
ევროკავშირმა და ვაშინგტონმა რუსეთის დუმის ქვედა პალატის წევრებს, 27 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას სანქციები დაუწესა. სანქციებს ასევე შეუერთდა ავსტრალია და იაპონია.