საქართველოს რაგბის კავშირმა რუსეთთან მატჩის უკრაინულ ენაზე მომზადებული აფიშა სოციალური ქსელიდან წაშალა

23.02.22 12:44
 საქართველოს რაგბის კავშირმა რუსეთთან მატჩის უკრაინულ ენაზე მომზადებული აფიშა სოციალური ქსელიდან წაშალა

 საქართველოს რაგბის კავშირმა რუსეთთან მატჩის უკრაინულ ენაზე მომზადებული აფიშა სოციალური ქსელიდან წაშალა - კავშირმა ბორჯღალოსნების მოახლოებული თამაშის ანონსი უკრაინულ ენაზე გაავრცელა და ასე გამოხატა პროტესტი რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში.  თუმცა ეს ანონსი კავშირის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე ატვირთვიდან რამდენიმე საათში გაქრა.

თბილისის „დინამოარენაზე“ საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში რუსეთს დაუპირირისპირდება. მატჩი 27 თებერვალს, 18:00 საათზეა ჩანიშნული. 

ამასთან, რუსეთის რაგბის ფედერაციის პრეს-ატაშე ანტონ ხალიზოვი ირწმუნება, რომ "ევროპის რაგბის ფედერაციამ საქართველოს რაგბის კავშირს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული საქართველოს და რუსეთის ნაკრებების მატჩების უკრაინულ ენაზე დაწერილი ანონსის წაშლა მოსთხოვა".