შეუერთდება თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს - პარლამენტში შეხვედრა მიმდინარეობს
პარლამენტში "ლელოს" ლიდერებსა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებს შორის შეხვედრა გაიმართა. მსჯელობის თემა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ საქართველოს მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯები იყო. სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველომ რუსულ აგრესიას მკაფიო პასუხი უნდა გასცეს და სანქციებს შეუერთდეს.
გვიანი კია, მაგრამ შეუძლებელი ჯერ კიდევ არ არის, რომ საქართველო ყოფილიყო მოხსენიებული ყველა იმ დოკუმენტში, რომელიც უკრაინის საზღვრებთან მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით იქნებოდა მიღებული", - ამბობს თინა ხიდაშელი.
თუ არ შევუერთდით იმის რისკია, რომ ჩვენ დავრჩებით მერე რუსეთთან ერთი ერთზე და რეალურად რისკია, რომ 2024 წლის არჩევნების წინ პუტინმა მიიერთოს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. "ქართული ოცნების" პოლიტიკა არის დამაზიანებელი საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის", - ამბობს ნოდარ ხარშილაძე.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნება" ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ სანქციების პაკეტს მხარს უჭერენ, თუმცა "ქართული ოცნება" სანქციებს არ უერთდება, რადგან საფრთხეებს ხედავს.