პრემიერის განცხადება არ გამოხატავს ჩემს პოზიციას, ჩვენ არ ვტოვებთ მეგობრებს - ლომჯარია

25.02.22 15:02
პრემიერის განცხადება არ გამოხატავს ჩემს პოზიციას, ჩვენ არ ვტოვებთ მეგობრებს - ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ლომჯარიას შეფასებით, ღარიბაშვილის განცხადება უკრაინელი ხალხის გასაჭირში დატოვებას ნიშნავს.

საქართველოს პრემიერის დღევანდელი განცხადებება და მისი პათოსი არ გამოხატავს ჩემს პოზიციას - ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში, უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისა და ღირსებისთვის ჩვენი ბრძოლაცაა ჩვენი თავისუფლებისა და ღირსებისთვის!
 
ვინც ასე ფიქრობთ, გამოხატეთ თქვენი პოზიცია, ჩვენ ბევრი ვართ და ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება!", - აცხადებს ნინო ლომჯარია.