"პრემიერი არ გამოხატავს ჩვენს პოზიციას" - მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დაანონსდა

25.02.22 17:11
"პრემიერი არ გამოხატავს ჩვენს პოზიციას" -  მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დაანონსდა

"პრემიერი არ გამოხატავს ჩვენს პოზიციას" - ამ ლოზუნგით თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია 19:00 საათზე დაანონსდა. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას არ იზიარებენ, პოზიციას ღარიბაშვილთან გააპროტესტებენ.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს და მხარდასაჭერად არც თავად ჩავა კიევში.  აქციის მონაწილეები უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. 

მის გამოსვლას ჰქონდა სუნი, არავის უნდა ამ სუნში გაჩერება. ეს არის წითელი ხაზი, ჩვენ ვიგრძენით, რომ უნდ ამოვიდეთ და უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. როგორც მინიმუმ სანქციებს უნდა შეუერთდეს", - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი.