სანქციებზე საქართველოს ამორალური პოზიცია ჰქონდა - უკრაინის პრეზიდენტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას უკრაინის მწვავე დიპლომატიური პასუხი უკვე მოჰყვა. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, საქართველოდან ელჩი კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ გაიწვიეს.
რამდენიმე წუთის წინ, ზელენსკიმ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფელბას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია ჰქონდა.
დაუყონებლივ კონსულტაციებზე გამოვიწვიეთ უკრაინის ელჩი ყირგიზეთში, რადგან ამ ქვეყანამ რუსული აგრესია გაამართლა. ასევე ვიძახებთ კონსულტაციებზე უკრაინის ელჩს საქართველოში, რადგან მოხალისეები არ გამოუშვეს, ასევე სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო",- თქვა ზელენსკიმ.