ხომ არ დადგა დრო, Мир-ის სისტემას შევუერთდეთ?! - ფრიდონ ინჯია
ხომ არ დადგა დრო, რომ როგორც ეს გააკეთა თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, ჩინეთმა, Мир-ის სისტემას შევუერთდეთ?! - განაცხადა "ევროპელი სოციალისტების" ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
ინჯია ამ ინიციატივას იმით ხსნის, რომ საქართველო შესაძლოა რუსეთიდან მომავალი ხორბლის და საწვავის გარეშე დარჩეს.
თუ ჩვენ დროზე არ მივიღეთ ზომები, შეიძლება ხორბლის, საწვავის გარეშე დავრჩეთ. აქედან გამომდინარე, ხომ არ დადგა დრო, რომ როგორც ეს გააკეთა თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, ჩინეთმა, Мир-ის სისტემას შევუერთდეთ?! ამით ის გადარიცხვები, რაც იყო, რუსული მანეთი თუ ის 32-34 მლნ დოლარი, რომელსაც ქართველები საქართველოში რიცხავდნენ, რაღაცნაირად დაკომპენსირდეს", - ამბობს ინჯია.