ეს არის ძალიან დიდი წარმატება - მარიამ ჯიშკარიანი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

11.03.22 13:15
ეს არის ძალიან დიდი წარმატება  - მარიამ ჯიშკარიანი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ცენტრ "ემპათიას" დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის მხოლოდ მცირედი გამარჯვებაა და 2008 წლის ომისთვის ვლადიმერ პუტინიც უნდა დაისაჯოს.

ვფიქრობთ, რომ ეს არის მცირედი წარმატება, არ მივიჩნევთ, რომ ეს არის ძალიან დიდი წარმატება ამ ომის გამოძიებასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ეს გამოძიება უნდა იყოს უფრო ეფექტური და გავიდეს ისეთ მაღალჩინოსნებზე, როგორიც არის პუტინი და მედვედევი, ვინაიდან არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები, მათ შორის პუტინის ინტერვიუ, რომელიც აცხადებს, რომ 2006 წლიდან გეგმავდა საქართველოში სამხედრო ინტერვენციას", - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

ცნობისთვის, ცენტრმა "ემპათიამ" ჰააგის სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომზე 200-ზე მეტი ქეისი გააგზავნა მტკიცებულებების სახით.

შეგახსენებთ, რომ ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომთან კავშირში სამი მაღალჩინოსანი ოსის დაკავების ორდერი გასცა.