სკანდალში გახვეული გორის საკრებულოს თავჯდომარე გადადგომას არ აპირებს

11.03.22 13:40
სკანდალში გახვეული გორის საკრებულოს თავჯდომარე გადადგომას არ აპირებს

სკანდალში გახვეული გორის საკრებულოს თავჯდომარე გადადგომას არ აპირებს.  დავით რაზმაძე არც უხერხულობას გრძობს და არც ბოდიშის მოხდაზე ფიქრობს.

ხმაურიანი სხდომა დემარშით დატოვა ოპოზიციამ. მათი თქმით, რაზმაძე "სამარცხვინო" განცხადების გამო თანამდებობიდან უნდა გადადგეს. 

თავის მხრივ რაზმაძემ "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა: 

ჩვენს ხელისუფლებას უკრაინისთვის მხარი დაჭერილი აქვს. ვაღიარებთ, რომ რუსეთი ოკუპანტია. ესენი კიშოუს გვიდგამენ, ქართველმა მოსახლეობამ ამისთვის არ აგვირჩია. მათი ლიდერები ჩვენი ქვეყნის მტრები არიან"- განაცხადა დავით რაზმაძემ. 

დავით რაზმაძე  ამბობს, რომ ზელენსკის მთავრობაზე კარგი წარმოდგენის არ არის და უკრაინას ბრძოლისუნარიანობას უწუნებს.