რუსებს, ვინც მასობრივად ყიდულობს ბინებს საქართველოში ვაძლევ გარანტიებს, რომ ეს ბინები ჩამოერთმევათ - სააკაშვილი
"რუსებს, ვინც მასობრივად ყიდულობს ბინებს საქართველოში ვაძლევ გარანტიებს, რომ ეს ბინები ჩამოერთმევათ", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. სააკაშვილმა თქვა, რომ თანხა უკრაინას მოხმარდება.
რუსებს, ვინც მასობრივად ყიდულობს ბინებს ვაძლევ გარანტიებს, რომ მათ ეს ბინები ჩამოერთმევათ , ეს ბინები გაიყიდება და ეს ფული გადაირიცხება უკრაინაში. ჩვენ არ გვჭირდება რუსეთისგან მოპარული ფულით ნაყიდი ბინები, არ გვჭირდება აქ რუსული ეთნიკური უმცირესობა, ჩვენ ამათ შეგვიქმნეს 100 ათასკაციანი რუსული უმცირესობა", - თქვა სააკაშვილმა.