მეხუთე კოლონას გვეძახით, ხან ბავშვებს ვჭამთ, სისხლს ვსვამთ და მე თუ ვიტყვი, რომ იქცევით რუსულად, ეს როგორ შეიძლება? - ხაბეიშვილი "ოცნებას"

29.03.22 15:44
მეხუთე კოლონას გვეძახით, ხან ბავშვებს ვჭამთ, სისხლს ვსვამთ და მე თუ ვიტყვი, რომ იქცევით რუსულად, ეს როგორ შეიძლება? - ხაბეიშვილი "ოცნებას"

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს უპასუხა. მისივე თქმით, ქართული ოცნება უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების გასაკრიტიკებლად დროს ყოველთვის პოულობს.

თქვენ 24 საათის განმავლობაში ხან მეხუთე კოლონას გვეძახით, ხან მკვლელებს, ხან ბავშვებს ვჭამთ, ხან სისხლს ვსვამთ და თურმე, მე თუ ვიტყვი ან რომელიმე ჩემი კოლეგა, რომ თქვენ იქცევით რუსულად ან ეს მოქმედებები არის რუსეთის ინტერესებში, ეს როგორ შეიძლება, თქვენ კი ყველაფრის უფლება გაქვთ, შეგიძლიათ მეხუთე კოლონა გვეძახოთ, მკვლელები გვეძახოთ, პირსისხლიანები და ა.შ?!"- თქვა ლევან ხაბეიშვილმა. 

ჩასაფრებულის პოზიციიდან მუდმივად ეძებთ, რომ ვინმემ რამე ისეთი ხომ არ თქვა, რომ მერე გავაკრიტიკოთ ტრიბუნიდან. მერე წუხართ, რა არ გავაკეთ უკრაინასთან დაკავშირებით, რა დავაკელითო?! არავინ არაფერს გთხოვთ, უბრალოდ სწორად ისაუბრეთ პრემიერ-მინისტრმა არ თქვას, რომ პარლამენტს თავისი საქმე აქვს, მე ჩემი და ომი უკრაინაშიაო"- თქვა დეპუტატმა.

არ გაბედოთ, რუსეთუმეებს ქართველებს ნუ გვეძახით! - მიმართა დღეს "ოცნების" დეპუტატმა ოპოზიციას და ლევან ხაბეიშვილს. 

მმართველი პარტიის წევრი,  სოზარ სუბარი, ენმ-ს მისამართით ამბობს, რომ "უკრაინაში ომის დაწყების პირველივე წუთებიდან საქართველოში გააქტიურდა ე.წ. ომის პარტია, რომლის მიზანია საქართველოს ომში ჩართვა".

სოზარ სუბარის თქმით, "ომის პარტიას" საზღვრებს მიღმაც ბევრი მხარდამჭერი და თანამგრძნობი გამოუჩნდა.