,,ოცნების" ორდღიანი სერია დასრულდა, ქვეყნის გადატრიალების შესახებ ინფორმაცია ტყუილია - ვაშაძე
"ხელისუფლება ხშირად ტყუილს იგონებს, რათა ყურადღება გადაიტანოს მნიშვნელოვანი საკითხებიდან"- ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი აცხადებს, რომ "ოცნება" ძირითადი და მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მიზნით 2 დღიანი ტყუილების სერია დაიწყო, თითქოს ოპოზიცია ხელისუფლების დამხობას გეგმავდა.
ხშირად ,,ქართული ოცნება" ტყუილს იგონებს-ხოლმე, რათა გადაიტანოს ყურადღება უკრაინის საკითხებიდან, თუ ევროკავშირში ინტეგრაციიდან, რაც ხალხს აწუხებს, იმაზე, რასაც თავად თხზავენ და იგონებენ.
ორდღიანი და ორსერიანი პროცესი დასრულდა იმით, რომ აღიარეს, ეს არის ტყუილი! - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძის თქმით ოთხ-ექვსს აპრილს ოპოზიციის ლიდერებს რამდენიმე ჟურნალისტს და არასამთავრობო ორგანიზაციას ბაკურიანში საიდუმლო შეხვედრა ჰქონდათ.
ერთდღიანი საინფორმაციო ომის შემდეგ კი, კობახიძეს მოუწია ეღიარებინა, რომ ხელისუფლებას არ აქვს მტკიცებულებები, რომ ოპოზიცია გადატრიალებას ამზადებდა. ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ გუშინ გავრცელებული განცხადება მხოლოდ ინფორმაციაა და არ აქვთ საკმარისი საფუძველი, გამოიძიება დაიწყონ.