ექსკლუზივი: რატომ მოკლა 29 წლის კაცმა დედა-მამა, ცხედრები კი დაწვა - "შაბათის ეთერმა" პოლიციის ფაილები მოიპოვა
რატომ მოკლა 29 წლის გიორგი ბეროზაშვილმა დედა-მამა შემდეგ კი ცხედრები დაწვა - "შაბათის ეთერმა" უმძიმესი საქმის პოლიციის ექსკლუზიური ფაილები მოიპოვა.
საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტროს ყოფილმა თანამშრომლებმა მამის განეიტრალების ოპერაციაზე ფიქრი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ის პოლიციაში მუშაობდა, თავდაპირველად აპირებდა, რომ მამას დააჭერინებდა, თუმცა შემდეგ შეეშინდა, რომ ასევე ყოფილი პოლიციელი ციხიდან გამოსვლის შემდეგ შვილს ამას არ აპატიებდა, ამიტომ სამსახურიდან წამოვიდა და მამის მკვლელობის ოპერაცია დაგეგმა.
გამოძიების ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებს რამდენიმე წლიანი სტაჟით ყველაფერი გათვლილი ჰქონდა, რომ მშობლებს ისე მოკლავდა და შემდეგ უბედური შემთხვევის ინსცენირებას ისე მოახდენდა, რომ მაის კვალზე ვერ გავიდოდნენ, თუმცა ერთი საბედისწერო შეცდომით სავარაუდო დამნაშავე გაიშიფრა. ირკვევა, რომ გიორგი ბეროზაშვილმა მკვლელობის შემდეგ, საკუთარი და მშობლების მობილური ტელეფონები გათიშა, აპარატიდან სიმ-ბარათბი ამოიღო, და მისი კუთვნილი მობილური მხოლოდ ნუცუბიძის ქუჩაზე ჩართო. თუმცა ბრალდებულს კარტები აერია და საკუთარ ტელეფონში დედის სიმ ბარათი ჩადო, სადაც მეზობლის ზარი განხორციელდა. რომელიც ხანძრის შესახებ იტყობინებოდა. სავარაუდოდ, ასე გავიდა შსს ყოფილი პოლიციელის კვალზე
რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობას, ბეროზაშვილი ჩვენებაში ამბობს, რომ დედა იმიტომ მოიშორა, რომ ის მკვლელობის თვითმხილველი გახდა.
მამაჩემის მკვლელობის შემდეგ, დების ოთახში წავედი, სადაც დედას ეძინა, როცა კარი შევაღე თავი წამოწია, ვიფიქრე, რომ ის ჩემთვის საფრთხეს წარმოადგენდა, ვიფიქრე, რომ მამის მკვლელობა გაიგო. დედის მკვლელობაც გადავწყვიტე. დედასაც იარაღით თავში ვესოლე"- წერს გიორგი (დუჩა) ბეროზაშვილი.
დედა ერთი გასროლით არის მოკლული, ირკვევა ისიც, რომ ბეროზაშვილმა დედა, ლელა თავაძე დების ოთახში მოკლა, თუმცა შემდეგ დერეფანში გამოიტანა. რაც შეეხება მამას, ის მთლიანად დამწვარი იყო.
დუჩა ბეროზაშვილი ჩვენებაში მამასთან კონფლიქტის მიზეზებზეც საუბრობს, ამბობს, რომ დაპირისპირება 2019 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც ზაზა ბეროზაშვილომა მას ავტოფარეხში 40 000$ აჩვენა და უთხრა, რომ მას მალავდა.
მალევე მე აზარტული თამაშები დავიწყე, როცა ონლაინ კაზინოსთვის ფული მჭირდებოდა, მას მამაჩემის დანაზოგიდან ვიღებდი. ჯამში ამ თანხიდან ტოტალიზატორში 21 000$ გადავრიცხე. კონფლიქტი ჩვენს შორის იმ დღეს გამწვავდა, როცა მამამ ავტოფარეხიდან თანხის სახლში ატანა მთხოვა. აღმოჩნდა, რომ ფული გაცილებით ნაკლები იყო. ამის გამო ვიჩხუბეთ, მან იარაღი დამიმიზნა"- აცხადებს ბრალდებული.
გიორგი ბეროზაშვილი პოლიციას უყვება იმასაც, რის შემდეგ გადაწყვიტა მამის მკვლელობა. მისი თქმით, მამა მისგან ფულის დაბრუნებას მოითხოვდა და ეჩხუბებოდა იმის გამო, რომ პოლიცია დატოვა.
მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს, რომელმაც მკვლელობის შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა მიიღო.
ნახეთ რას ყვება გიორგი ბეროზაშვილის ჩვენებაში.