მოსამართლემ სააკაშვილის ადვოკატებს შუამდგომლობის განხილვის შესაძლებლობა არ მისცა და პროცესი გადადო
კიდევ ერთი უარი მიხეილ სააკაშვილს სასჯელის გადავადებაზე - დღეს ადვოკატებს შუამდგომლობის დაყენების საშუალება არ მიეცათ. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ადვოკატებს უარი უთხრა და სხდომა გადადო. მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომაზე ხმაური მოჰყვა. მიხეილ სააკაშვილის ავდოკატები მოსმაართლეს მოუწოდებდნენ, სხდომა არ გადაედო, რადგან დრო მესამე პრეზიდენტისთვის გადამწყვეტი იყო, თუმცა მოსამართლემსხდომა დახურულად გამოაცხადა.მომდევნო პროცესი 11 მაისს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.
ხვალ რომ რამე მოუვიდეს სამივე იქნებით თანამონაწილე. თქვენც სხვათაშორის ქალბატონო ნინო. საისკვდილო განაჩენის ხელმოწერა შეიძლება აღმოჩნდეს", - მიმართა ნიკა გვარამიამ.