ვენდობი - გია ვოლსკი სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნაზე
"ქართული ოცნების" წევრი, გია ვოლსკი, აცხადებს, რომ სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას ენდობა, თუმცა მისთვის გაუგებარია, რა ისეთი სახის სამედიცინო მომსახურება სჭირდება მესამე პრეზიდენტს, რომელსაც საქართველოში ვერ მიიღებს.
არსებობს რეკომენდაციები, მაგრამ არ არსებობს კონკრეტული მითითება, თუ რა სახის მომსახურება უნდა გაეწიოს სააკაშვილს ისეთი, რომელიც არ შეიძლება გაეწიოს საქართველოში. მეც ვამბობ, რომ სახალხო დამცველის კონსილიუმთან დაკავშირებით ვენდობი მის კომენტარებს, მის განცხადებებს, მაგრამ არსებობს შეკითხვები, რომელზედაც პასუხები უნდა მიიღოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურამ და არა მე, ან კელი დეგნანმა", - თქვა გია ვოლსკიმ.