ის სიტყვები, რაც ღარიბაშვილმა ვარშავაში განაცხადა, სიყალბე იყო - აკო მინაშვილი

05.05.22 17:42
ის სიტყვები, რაც ღარიბაშვილმა ვარშავაში განაცხადა, სიყალბე იყო - აკო მინაშვილი

პრემიერი ღარიბაშვილი არ არის გულწრფელი საკუთარ სიტყვებში, რადგან ხელისუფლებამ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გარდა არაფერი გააკეთა - ოპოზიცია პრემიერს შეცვლილ რიტორიკას უწუნებს. ოპონენტები აცხადებენ, რომ ვარშავაში ირაკლი ღარიბაშვილს ტონი მხოლოდ იმის გამო ჰქონდა შეცვლილი, რომ უკრაინის მხარდამჭერ კონფერენციაზე იმყოფებოდა და განსხვავებული განცხადების გაკეთებას ვერ გაბედავდა.

,,ოცნების" პოლიტიკის მთავარი მიმართულება რუსეთის მხარეს ყოფნაა, მათ შორის, ყველა მექანიზმია გამოყენებული სანქციების ასარიდებლად. ვნახეთ ის, რომ ,,ოცნება" თავისი მოქმედებებით ეხმარება რუსულ კომპანიებს, რომლებიც იარაღს აწარმოებენ, შემდეგ კი უკრაინაში გენოციდს აწყობენ. ამიტომაც ის სიტყვები, რაც ღარიბაშვილმა განაცხადა ვარშავაში, ყველასთვის ცხადია, რომ სიყალბეა.

ცხადია, იმ გარემოში, მსოფლიო ლიდერებთან, ღარიბაშვილი იძულებული გახდა, ტყუილი ეთქვა.- განაცხადა ,,ენმ"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, აკო მინაშვილმა.

ღარიბაშვილის შეცვლილი როტორიკა - პრემიერი ვარშავაშია და მსოფლიო ლიდერებს არწმუნებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მხარდასაჭერად ყველაფერი გააკეთა, ,,ოცნების" სოლიდარობა ომში მყოფი ქვეყნის მიმართ კი უპირობოა.