მეხსიერების დაქვეითება, პოლიორგანული უკმარისობა, კახექსია - ექიმები სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვენ

06.05.22 11:12
მეხსიერების დაქვეითება, პოლიორგანული უკმარისობა, კახექსია - ექიმები  სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვენ

ექიმები მიხეილ სააკაშვილის ექპსერტიზის შედეგებს ასაჯაროვებენ. მეხსიერების დაქვეითება, პოლიორგანული უკმარისობა, კახექსია და ლეტალური გამოსავალი - ეს არის სამედიცინო დასკვნა. მიხეილ სააკაშვილს მედიკოსები ყოველდღიურად ახალ მძიმე დიაგნოზს უსვამენ ეს იმ ფონზე როდესაც არ ტარდება კომპლექსური გამოკვლევები მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, ამიტომ არის ეჭვი რომ სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმება ექიმებს მძიმე შედეგებზე გაიყვანს. 

ცენტრ "ემპათიას" დირექტორის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, სააკაშვილის შესახებ მომზადებული დასკვნა სასჯელის გადავადების საფუძველი უნდა გახდეს. 

რეფიდინგის პროცესი წარიმართა არასწორად, რამაც გამოიწვია მდგომარეობის დამძიმება და  ასევე ნევროლოგიური მკუირნალობა მიმდინარეობდა არასწორად. არაერთი დასკვნა ცენტრ "ემპათიის" გაზიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მხრიდან და მრავალ საქმეში, რომელიც მოიგო ჩვენმა პაციენტებმა არის ცენტრი "ემპათიას" დასკვნა. დასკვნა უნდა გახდეს სასჯელის გადავადების საფუძველი", - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.