ყველა მიხვდა, რომ ჩვენ არ დაგვრჩა დიდი დრო - გიული ალასანია ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრებზე

06.05.22 11:15
ყველა მიხვდა, რომ ჩვენ არ დაგვრჩა დიდი დრო - გიული ალასანია ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრებზე

გიული ალასანია სტრასბურგში მისი შვილის ჯანმრთელობის საკითხზე ევროპარლამენტარებს და ევროსაბჭოს წარმომადგენლებს ესაუბრა, მათ შორის წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის თავმჯდომარეს. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები მიხეილ სააკაშვილის საქმეს დეტალურად იცნობენ და ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებელი  საქართველოს ხელისუფლებაა.

პირდაპირ ჩვენი იქ ყოფნის დროს გალერმა  დაიწყო ტექსტის კარნახი,რომ დაუყონებლივ უნდა მიეხედოს ჯანმრთელობას და უნდა გადარჩეს მისი სიცოცხლე და რომ ეს არის ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.

ყველა მიხვდა, რომ ჩვენ არ დაგვრჩა დიდი დრო. ეს ყველაფერი არის ძალიან სასწრაფო. ჩვენ იმედი გვაქვს,რომ სადღაც 10 მაისამდე  უნდა მოხდეს სამიტი, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია ერთ-ერთ საკითხად იქნება განხილული ჩემი შვილის საკითხი", - ამბობს გიული ალასანია.