სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მხარდაჭერა - საფრანგეთის ელჩი

06.05.22 13:05
სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მხარდაჭერა - საფრანგეთის ელჩი

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის განცხადებით, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯამრთელობის მდგომარეობის მხარდაჭერა.

კოლასიმ  ჟურნალისტებს განუცხადა, აუცილებელია ადამიანებს საპატიმრო დაწესებულებაში ევროპული სტანდარტების მკურნალობაზე მიუწვდებოდეთ ხელი.

სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მხარდაჭერა. აუცილებელია, საპატიმროებში ადამიანებს ევროპული სტანდარტების შესაბამის მკურნალობაზე მიუწვდებოდეთ ხელი. ის რეკომენდაციები, რომლებიც სახალხო დამცველის მიერ  იქნა გაცემული უნდა იყოს გაზიარებული და იმედი მაქვს ჯანმრთელობის დაცვის უფლება იქნება უზრუნველყოფილი.

 მე ვეთანხმები აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს, რომ ახლა  გადაწყვეტილებების მიღების დროა.